Feb

Super Silver Haze Grow journal

გამარჯობა,

მე გახლავართ ვაჟა გაბისონია იგივე,.. ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ამ სახელით უფრო მიცნობთ ყველა, ვარ მოყვარულ ეგრეთწოდებული გორუერი 😀

დღევანდელ ჩემ პოსტს პატარა შესავლით დავიწყებ, იმედია ძალიან არ მოგაწყენთ თავს, მოკლედ უხსოვარი დროიდან მიყვარს მცენარეები, სულ მინდოდა გამწვანებული ვერანდა მქონოდა, დილით გამოვსულიყავი სამსახურში წასვლამდე, მომერწყა, მომეარა და ისე დამეწყო სამუშაო დღე, მაგრამ სამწუხაროდ ხან ვერანდა მაკლდა ხან ვერანდა მაკლდა 😀

10-12  წლის წინ გავიგე რომ თურმე სახლის პირობებში ნათურებზე შეიძლებოდა მცენარეების გაზრდა და აი აქ დავიღუპე 😀 იმას აღარ მოვყვები როგორ ვწვალობდი CFL ბზე, არც იმას როგორ მიჭირდა ინფოს მოძიება ამა თუ იმ უცხოურ ფორუმებზე და არც იმას როგორ ვუხდიდი ვიღაც იუტუბერს თვეში 20$ ს რომ ყოველკვირეული რჩევა მოეცა მცენარის გაზრდასთან დაკავშირებით 😀

ეს ამხელა შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ დამწყებობაში ხშირად მჭირდებოდა სხვა მებაღეების დეტალური რეპორტების თვალიერება, რაც დამეთანხმებით იშვიათია, ხოლო 10-12 წლის წინ კიდე უფრო იშვიათობა იყო, ხოლო მშობლიურ ენაზე ამ ინფოს მოძიება საერთოდ შეუძლებელი (ჯეოკანაბისამდე)

ხოდა აი მივედი სათქმელამდე, მინდა ჩემი ბოლო ნამუშევარი გაგიზიაროთ დეტალურად. მისი აღმატებულება სუპერ სილვერ ჰეიზი (მარიამი)! ვეცდები 4,5 თვის ინფო რაც შეიძლება გასაგებად ჩავშალო, რომ უფრო მარტივი იყოს იმის აღქმა სად რა გავაკეთე სწორად და სად რა შემეშალა 😊

ჯიში: სუპერ სილვერ ჰეიზი
სიდბანკი: ამსტერდამ გენეტიქს
სასუქი: Bloom Flora
ნიადაგი: Bloom Flora
განათება: Mars Hydro TSL-2000

კვირა 0 გაღვივება/Week 0 Germination

მოკლედ ვიწყებთ გაღვივებით, აქ მე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ბატონმა გოლიცინსკიმ ამომწურავად გაგვანათლა წინა სტატიში, უბრალოდ ერთს დავამატებ, წყალში სადაც გასახეთქად გამზადებული მარცვალი უნდა ჩავაგო, ვამატებ ერთ ჩაის კოვზ 3% იან წყალბადის ზეჟანგს (პერეკისს) რომელიც თავის მხრივ ანტისეფტიკია, კლავს ბაქტერიებს და არბილებს მარცვლის ქერქს და იგი უფრო მარტივად სკდება.

კვირა 1 / ჩითილობა

გახეთქილი მარცვალი “პერეკისიანი” წყლიდან გადავიტანე პლასტმასის 400 მილიგრამიან, ტორფით სავსე ჭიქაში (ფესვით ქვემოთ) და გადავედი მოლოდინის რეჟიმში.

P.S არავითარ შემთხვევაში არ აწვალოთ ჩარგული მარცვალი, არ გადაქექოთ ნიადაგი და ა.შ, უბრალოდ ეცადეთ რომ ზედაპირი სულ მუდმივად ნამიანი იყოს.

ძალიან არ დავწვრილმანდები და ყოველდღიურ ჩემ საქმიანობას ამ ერთ სტატიაში არ ჩავტენი, უბრალოდ განახებთ იმ საკვანძო მომენტებს რამაც ჩემი გოგოს ბედი გადაწყვიტა <3

“მარიამი” ამოსვლიდან 3-4 დღის შემდეგ.

კვირა 3 გადარგვა, ტოპინგი

ამოსვლიდან 15-16 დღეში გადავრგე შედარებით დიდ ქოთანში, ზუსტად 21 დღისას გავუკეთე ტოპინგი ანუ მოვაჭერი თავი.

ტოპინგიდან რამოდენიმე (3-4) დღეში ვხედავთ ერთი მოჭრილი თავის მაგივრად როგორ ამოდის ორი ახალი, აქვე არ დაგვავიწყდეს ის რომ ჩვენი მარიამის სხვა ტოტებიც აგრძელებენ ზრდას, ასე რომ ამოსვლიდან 27-30 დღეში ეს ლამაზი მცენარე ასე გამოიყურება:

მივიღე ექვსი ძირითადი ტოტი, რომელზედაც მთელ იმედებს ვამყარებ… უკვე საინტერესოა… ეს ქოთანიც უკვე პატარაა, გადავრგე საბოლოო (20 ლიტრიან) ნაჭრის ქოთანში და ეხლა უკვე ყველა ტოტი დავტოპე, ანუ აბსოლიტურად ყველას (ექვსივე ცენტრალურ ტოტს მოვაჭერი თავი), ამ პროცედურიდან ზუსტად ერთ კვირაში მივიღე ესეთი სურათი:

დაახლოებით ერთი თვის და ერთი კვირის

და აი აქ იწყება ჩემი შეცდომების კასკადი, ანუ შემდეგი პარაგრაფი.

“Oh mother tell your children, Not to do what I have done!!!”

მოვინდომე სქროგის გაკეთება, მაშინ როცა სქროგის შინაარსი წესივრად არც მქონდა გათვიცნობიერებული, ეს იმხელა თემაა აქ არ დავიწყებ იმის ახსნას როგორ უნდა გაკეთდეს სქროგი სწორად, უბრალოდ ერთს ვიტყვი, ეცადეთ ჯერ კარგი LST გააკეთოთ და შემდეგ ბადის ქვევიდან ამოაძვრინოთ ახალი ტოტები, ხოლო გაზრდილები ისევ ბადის ქვეშ მოაქციოთ და სხვა უფრო შორ დანაყოფებში ამოაყოფინოთ თავი, უფრო გასაგები რო იყოს ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ მოცემულ სურათებს.

მოკლედ ესე მივყვებოდი დინებას, ჰო მართლა სასუქებს რაც შეეხება ვიხმარე მხოლოდ და მხოლოდ ქართული წარმოების Bloom Flora, ამ დროისთვის მარიამი უკვე 900-950 PPM_ს მიირთმევს.
ამოსვლიდან 62-65 დღე იყო ვეგეტაციაში, ამ პერიოდის მანძილზე აქტიურად ვაკეთებდი სქროგს, ვცდილობდი რაც შეიძლება დიდ ფართობზე გამეშალა მცენარე… სამწუხაროდ ამაზე მეტი ვერ შევძელი 🙂
12/12 ზე გადართვის წინ გავუკეთე ლოლიპოპი და დეფოლაცია, ანუ გავაცალე ყველა ფოთოლი და მოვაჭერი ყველა ტოტი სქროგის ქვევით…

12/12 ზე გადართვამდე 1 დღით ადრე სასუქი Bloom Flora 1000 PPM

ამ მომენტისთვის მარიამი უკვე ორ ლიტრ წყალს სვამს ყოველდღიურად, ორი მორწყვა სასუქიანი ხსნარი, ერთი მორწყვა ჩვეულებრივი ონკანის დამდგარი წყალი PH 5.5-5.8, ყვავილობის მესამე კვირიდან გავზარდე სასუქის დოზა 1100PPM მდე, მეოთხე კვირაში უკვე ესე გამოიყურებოდა.

ყვავილობის მეოთხე კვირა 1100 PPM

თავი მეხუთე: სიცხის სტრესი

მეოთხე კვირის ბოლოს უბედურება დაგვატყდა თავს ))) თერმოსტატმა აურია, გამათბობელი არ გათიშა 25 გრადუსზე და რამოდენიმე, დაახლოებით 5-6 საათით ტემპერატურა ავარდა 55-60 გრადუსზე ხოლო ტენი 10-15% ზე, დაეწვა და გაუხმა დაახლოებით 1/5 ნაწილი, დაეკუჭა ფოთლები… მცენარე რომ არ გამომშრალიყო 24 საათის განმავლობაში ყოველ 2-3 საათში ვნამავდი “ფშიკალკით” (მართალია ყვავილედებზე წყლის მისხმა რეკომენდირებული არ არის, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა რამენაირად უნდა მიმეწოდებინა წყალი როგორც ფესვიდან ისე ფოთლიდან), მარიამი გადარჩა თუმცა ერთ ღამეში დაბერდა, გაუყავისფრდა პისტილები და უკვე ნათელი გახდა რომ იმ შედეგს ვეღარ დადებდა რაც მინდოდა…

ესეთი გახდა ერთ ღამეში

მოკლედ ამის მერე საინტერესო აღაფერი მომხდარა, შიგადაშიგ ვაცლიდი ფოთლებს, კანტიკუნტად, 2-3 ცალს ისეთებს რომლებიც სხვა ყვავილებს ეფარებოდნენ, ვრწყავდი ყოველ დღე 1300PPM ით PH 5.5-5.8, მცენარეც კმაყოფილია სტრესისდა მიუხედავათ, ყვავილობის 10 კვირის თავზე მოვჭერი, სველი, დატრიმულის წონა გამოვიდა 1500გრ (მშრალს აწონვა ვერ მოესწრო ალბათ 300-350გრ გამოვიდოდა)

თუ წაიკითხე დიდი მადლობა, თუ რამეში დაგეხმარე არაფრის <3

აუცილებლად დავწერ კიდევ ჰიდროში ზრდას რომ დავიწყებ, ვეცდები ვიყო უფრო დეტალური და ამომწურავი <3

ვაჟა გაბისონია

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოჩნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *-ით