,

მიკორიზა


20.00 

მოცულობა 1 ლიტრი

ენდო და ექტო მიკორიზული სოკოების კომპლექსი

პირველ წელს პროდუქტი სადემონსტრაციო ნაკვეთებში გამოიცადა, მეორე წელს კი უკვე აქტიურად იყენებდნენ როგორც მრავალწლიან ისე ერთწლიან კულტურებში, ჩითილების გადარგვისას, თესლის დამუშავებისას და ნერგების დალბობისას.

ბიოაგრო მიკორიზულ სოკოებში ორივე ტიპის, ენდო და ექტო მიკორიზული სოკოების კომპლექსია გაერთიანებული, რომელიც პროდუქტს უფრო მეტად შედეგიანს ხდის.

მიკორიზული სოკოები მეგობარი სოკოებია, რომლებიც ურთიერთობენ მცენარის ფესვთა სისტემასთან და მათი დახმარებით:

• იზრდება მცენარის უნარი ნიადაგიდან უკეთესად შეითვისოს წყალი და სხვა საკვები ელემენტები;
• მცირდება სასუქის მიწოდებისა და რწყვის რაოდენობა;
• იზრდება მცენარის გვალვაგამძლეობა;
• უმჯობესდება თესლის აღმოცენების პროცესი;
• ვითარდება ფესვთა სისტემა;
• გადარგული მცენარე ადვილად ეგუება ახალ გარემოს;
• უმჯობესდება ფიტოდაცვა.

უმჯობესია, მიკორიზული სოკოები მცენარის გადარგვის დროს გამოიყენოთ.

მრავალწლიან კულტურებში, ფესვთა სისტემის ჩალბობის შემთხვევაში, მიკორიზული სოკოები გამოიყენება მხოლოდ ერთხელ. შესაძლებელია უკვე დარგული მცენარის მორწყვაც. სასურველია, მიკორიზული სოკოების კომპლექსით ნიადაგის მორწყვაც.

სამუშაო ნაზავი

ჩითილების, დარგული მცენარეების მორწყვა – 2%-იანი სამუშა ნაზავი.
ღია ფესვთა სისტემის შემთხვევაში, ნერგების და ჩითილებს ფესვი ჩაალბეთ 2-4% -იან სამუშაო ნაზავში.

მიკორიზა უსაფრთხოა ადამიანისთვის, შინაური ცხოველებისთვის, ფრინველებისთვისა და ფუტკრებისთვის.

Based on 0 reviews

0.0 overall
0
0
0
0
0

Be the first to review “მიკორიზა”

There are no reviews yet.