გამარჯობა, ხშირად ისმის კითხვა რა ვუყოთ ტრიმინგის ფოთლებს, ამ კითხვის გაჟღერებისთანავე პახუხიც არ აგვიანებს: “მოხარშე ძმა” “ჩაახიმიე ბრატ” და ა.შ. მოგეხსენებათ მსგავსი ხერხებით მარიხუანის მიღება ძალიან ცუდია როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე იგი კარგავს მთელ თავის გემოვნურ თვისებებს. არსებობს რამოდენიმე გავრცელებუი ხერხი, როგორ მივიღოთ ზეთი ტრიმის ფოთლებისგან, ერთ ერთ მათგანი არის ზეთის მიღება ბუტანით ანუ სანთებელის დასატენი […]

იმისთვის, რომ გავაკეთოთ ნამდვილი კანაფის კარაქი, დაგვჭირდებათ 14 გრამი სუფთა ყვავილედები,(დატრიმული, ფოთლების გარეშე) 2 ცალი უმარილო კარაქი, 200გრ წყალი, ღრმა ტაფა და კოვზი. აგრეთვე, ცალკე ჯამი და მარლა, სასურველია თქვენი ჯამი იყოს შუშის და ცეცხლ გამძლე. გადავიდეთ მომზადების წესზე : ვიღებთ ყვავილედებს, ვწონით,რომ ვნახოთ ნამდვილად 14 გრამს იწყონის,მას ვათავსებთ ცეცხლ გამძლე შუშის ან სილიკონის ლანგარზე/”ჟარონა” […]

წინა ბლოგში უკვე განვიხილეთ როგორ უნდა გავაღვივოთ ჩვენი მცენარის მარცვალი და როგორ უნდა შევემზადოთ ვეგეტაციური ეტაპისათვის. ხოლო სანამ ვეგეტაციის უმნიშვნელოვანეს ფაზას მიმოვიხილავთ უნდა გავიგოთ ტემპერატურის-ტენიანობის და სინათლის ციკლების გავლენა მცენარეზე, რა სარგებლობის ან ზიანის მოტანა შეუძლია ამ ფაქტორების ბალანსს ჩვენს გასაზრდელ ყუთში. ტენიანობა – ნიშნავს თუ რა რაოდენობის წყალი არის ჰაერში გაჯერებული. ის ერთერთი ყველაზე […]

გერმინაცია. იმისთვის რომ ვეგეტაციურ ეტაპზე დაბუჩქულ და შემდეგ მწიფე ყვავილედებამდე მივიდეს ჩვენი მცენარე, ამისთვის უნდა დაიბადოს 😀 სწორად აღებულ სტარტზე დგას შემდეგი მცენარის ჯანმრთელობა და ტკბილი სიბერე. ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით და განვიხილავთ ამ ბლოგში მისი სიცოცხლის ყველა ეტაპს, გაგიზიარებთ როგორც ჩვენ, ასევე სხვა პროფესიონალების ცოდნას და გამოცდილეაბას. გერმინაცია – გაღვივება. ეს ის ეტაპია სადაც შეცდომების დაშვების […]

გამარჯობა, მე გახლავართ ვაჟა გაბისონია იგივე,.. ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ამ სახელით უფრო მიცნობთ ყველა, ვარ მოყვარულ ეგრეთწოდებული გორუერი 😀 დღევანდელ ჩემ პოსტს პატარა შესავლით დავიწყებ, იმედია ძალიან არ მოგაწყენთ თავს, მოკლედ უხსოვარი დროიდან მიყვარს მცენარეები, სულ მინდოდა გამწვანებული ვერანდა მქონოდა, დილით გამოვსულიყავი სამსახურში წასვლამდე, მომერწყა, მომეარა და ისე დამეწყო სამუშაო დღე, მაგრამ სამწუხაროდ ხან […]

წყლის სწორად მიწოდება, ჯანმრთელი მცენარის გაზრდისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.სწორედ არასწორი მორწყვაა ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა დამწყებ მებაღეებში. რა მოსდის მცენარეს არასწორი მორწყვისას?და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს სწორად?ვისაც კანაფთან ახალი დაწყებული აქვს ურთიერთობა აქვს მუდმივად იმის შიში რომ რაიმე არ დააკლოს, სწორედ ასეთი ზედმეტი ზრუნვისას უშვებენ ყველაზე დიდ შეცდომას საწყის ეტაპზე რასაც ზედმეტი მორწყვა ქვია.ყოველდღიური წყლის […]

ჯგუფების სქროლვისას ხშირად ვაწყდები ელემენტარულ მარტივ შეცდომებს რომლებსაც დამწყები მებაღეები უშვებენ მცენარის ჩითილობისას. 1. უკვე დაფესვიანებულ კაკალს აგდებენ ზედაპირიდან 1სმ სიღრმეზე იმიტომ რომ მალე ამოვიდეს, რასაც შედეგად მოსდევს ის რომ მცენარე ძლივს ეჭიდება ნიადაგს (წაქცევის რისკი მაღალია), იზრდება გაწელილი და სუსტი ღეროს მქონე. მერე ჭირდება ზემოდან მიწის ყრა და რიგი პროცედურები. 1)ამიტომ კაკალი ჩააგდეთ 3სმ […]

როდის უნდა ავიღოთ მოსავალი ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა ეფექტის მიღება გვინდა ჩვენ. კანაფი სიმწიფეში წასვლის მომენტიდაც მუდმივად იცვლება მასში კანაბინოიდებისა და ტერპინების რაოდენობა ერთმანეთთან მიმართებაში. ტერპინების შეფერილობა : როგორ გავიგოთ სიმწიფის რა ეტაპზეა მცენარე და რა ეფექტს უნდა ველოდოთ. გამჭირვალე ტრიქომები : ეს არის პირველი ეტაპი, როდესაც მცენარეში ახალი დაწყებული აქვს კანაბინოიდებს ჩამოყალიბება, ამ […]

რა უპირატესობები აქვს ტექნიკა Sea of Green-ს? როგორც უკვე მოგეხსენებათ არსებობს ორი ტიპის კანაფი ფოტოპერიოდულსა და ავტოყვავილებადის სახით. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან გენეტიკით. ავტოყვავილებადი მცენარის გენეტიკაში არის შერეული Ruderalis-ის კანაფის გენი 30%-მდე, რომელიც ბუნებრივად იზრდება პლანეტის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც არასაკმარისი დრო აქვს მცენარეს სრული ზრდისთვის, იქ ტემპერატურა დაბალია და დღე მოკლე. შესაბამისად Ruderalis-ს არ სჭირდება სინათლის […]

რა არის და რისთვის არის საჭირო კანაფის დეკარბოქსილაცია? დეკარბოქსილაცია ნიშნავს ნივთიერების მოლეკულური სტრუქტურიდან კარბონის დიოქსიდის, იგივე ნახშიროჟანგის მოშორებას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კანაბინოიდური მჟავების გააქტიურებას. ანუ : THCA —-> THC CBDA —-> CBD CBNA —-> CBN CBGA —-> CBG ესეიგი დეკარბოქსილაციის შედეგად კანაბინოიდური მჟავები გარდაიქმნებიან კანაბინოიდებად, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ორგანიზმს ისინი აღიქვას. მაგალითისთვის, ჩვენ […]