Feb

ტენიანობა & ტემპერატურა, სინათლის ციკლები.

წინა ბლოგში უკვე განვიხილეთ როგორ უნდა გავაღვივოთ ჩვენი მცენარის მარცვალი და როგორ უნდა შევემზადოთ ვეგეტაციური ეტაპისათვის. ხოლო სანამ ვეგეტაციის უმნიშვნელოვანეს ფაზას მიმოვიხილავთ უნდა გავიგოთ ტემპერატურის-ტენიანობის და სინათლის ციკლების გავლენა მცენარეზე, რა სარგებლობის ან ზიანის მოტანა შეუძლია ამ ფაქტორების ბალანსს ჩვენს გასაზრდელ ყუთში. ტენიანობა – ნიშნავს თუ რა რაოდენობის წყალი არის ჰაერში გაჯერებული.
ის ერთერთი ყველაზე რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა როგორც დამწყები ასევე გამოცდილი მებაღეებისათვის რადგან მისი დონე ხშირად დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ტენიანობაა ზოგადად ჰაერში(ქალაქში, ბარში თუ მთაში, მოკლედ სადაც ვზრდით). მაგალითად : დასავლეთ საქართველოში დაბალი ტენიანობის პრობლემა რთულია რო შეგვექმნას, მაგრამ იქ მაღალი ტენიანობის პრობლემა იჩენს თავს, პირიქით არის აღმოსავლეთ საქართველოში.
მცენარეს ზრდის ყველა ეტაპზე (ჩითილობა, ვეგეტაცია, ყვავილობა, სიმწიფე) სხვადასხვა პროცენტულობის ტენი ჭირდება ჰაერში.

ჩითილობა ==> 65-80%
ვეგეტაცია ==> 55-70%
ყვავილობა ==> 40-50%
სიმწიფე ==> 30-40%

კარგით, გავიგეთ რომ ეს ტენიანობა და ჰაერში წყალი საჭიროა, მაგრამ რისთვისაა საჭირო და რა გავლენას ახდენს მცენარეზე ?
ამის კარგად გასაგებად უნდა გავიხსენოთ დაწყებითი კლასების ბიოლოგია და ის რომ მცენარეები ფოთლების საშუალებით სუნთქავენ, ისინი ჰაერიდან შეიწოვენ ნახშიროჟანგს და სინათლის დახმარებით აწარმოებენ ფოტოსინთეზს – ანუ წყლის, ნახშიროჟანგის და სინათლის საშუალებით ასინთეზირებენ (ქმნიან) ნახშირწყლებს, რაც მცენარის(და არა მარტო) მთავარი საშენი მასალაა. ანუ რა გამოდის, იმისთვის რომ მცენარე გაიზარდოს, მის ფოთლებში არსებული წყალი უნდა გარდაქმნას სხვა ნივთიერებად(ამ დროს მცენარე წყალს კარგავს).
დაბალი ტენიანობის შემთხვევაში მცენარე ცდილობს მაქსიმალურად დიდი რაოდენობით წყალი შეიწოვოს ფესვებიდან მაგრამ აქტიური ჩითილობის და ვეგეტაციის ფაზაში ვერანაირად ვერ მოახერხებს ფესვები დააკმაყოფილონ მცენარის წყურვილის მოთხოვნილება, ამ დროს ფოთლებზე განთავსებული სასუნთქი ფორები განიცდიან უწყლოობას და იწყებენ ნელნელა დაკეტვას, ამის შემდეგ კი უჰაერობის გამო სიკვდილს, რასაც მოსდევს ფოთლების დაავადებები, ხმობა, სიმშრალე , სტრესები და ა.შ.
ასე რომ საჭირო რაოდენობის ტენიანობა მცენარეს ხელს უწყობს ჯანსაღად ისუნთქოს, სრულად აითვისოს მიღებული სინათლე და აწარმოოს ფოტოსინთეზი.

ტემპერატურა – იმისათვის რომ მცენარემ კარგად აწარმოოს მეტაბოლიზმი, მას სჭირდება შესაფერისი ტემპერატურა. კანაფი არც ცივი და არც ცხელი კლიმატის მოყვარული მცენარე არაა, მაგრამ არც ზედმეტად პრეტენზიულია და არაა აუცილებელი კონკრეტულად 25°C ზე იმყოფებოდეს.
მისი ჯანსაღი ზრდა მიმდინარეობს 20-30°C გრადუსამდე, ამის ქვემოთ ან ზემოთ ტემპერატუის ყველა გრადუსი მისი მეტაბოლიზმის შენელებას ან სრულიად შეჩერებას იწვევს.
ქვედა ზღვარი არის 15°C ხოლო ზედა ზღვარი 35°C, ამის ქვემოთ ან ამის ზემოთ ტემპერატურის ასვლის შემთხვევაში
თუ დიდ დროს დაჰყოფს მცენარე იგი დაიღუპება.
როგორც ზემოთ ავღნიშნე კანაფი თავს კარგად გრძნობს 20-30 ცელსიუსამდე მაგრამ გასათვალისწინებელია აქ ერთი რამ, როდესაც სინათლის წყაროს ვთიშავთ ტემპერატურა ქვემოთ ეცემა (სასურველია ტემპერატურის ვარდნა იყოს არაუმეტეს 5°C გრადუსისა), თუ ჩვენ ბოქსში 20°C გრადუსია ანთებულ სინათლეზე, ღამის ფაზაში ის კრიტუკულ ზღვარს მიუახლოვდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ბოქსში ტემპერატურა 25°C გარდუსამდე მაინც ავწიოთ, ხოლო თუ მაქსიმალურ შედეგზე ვართ ორიენტირებული ქვედა ზღვარი 22°C ია ხოლო ზედა 28°C.
იდეალურ ტემპერატურაზე მცენარე იდეალურად ახერხებს გარემოდან ნახშიროჟანგის შთანთქვას და მისი ზრდაც ძალიან სწრაფად მიმდინარეობის, ამიტომ ერთერთი ყველაზე საყურადღებო საკითხია.

ტენიანობის/ტემპერატურის ურთიერთკავშირი.

უკვე გავიგეთ რომ ზემოთხსენებული ორივე ფაქტორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცენარის ჯანსაღი და სწრაფი ზრდისათვის, მაგრამ როდესაც ორივეს ერთდროულად დაბალანსებას დავაპირებთ ერთი უცნაური პრობლემა იჩენს თავს :
როდესაც გასაზრდელ ყუთში ტემპერატურა ზემოთ იწევს ამ დროს ჰაერში წყლის რაოდენობა კლებულობს, რადგან სპეციალური საზრდელი ნათურები აშრობს ჰაერს.
მაგალითისთვის : თუ ბოქსში ტემპერატურა 20°C ია და ამ დროს ტენიანობის საზომი 70% გვაჩვენებს, თუ ტემპერატურას 30°C გრადუსამდე გავზრდით ვნახავთ რომ ტენი 50%-40% ზე ქვემოთ დაეცემა რაც სასტიკად მიუღებელია მცენარის ვეგეტაციური ზრდის ეტაპზე.
იმისთვის რომ ეს “პრობლემა” გარკვეულწილად მოვაგვაროთ ამისთვის უნდა გამოვიყენოთ სინათლის მონაცვლეობის ტექნიკა და ასეთი გზით დავარეგულიროთ ჩვენ საზრდელ ყუთში ორივე მათგანი, მაგრამ ეს საკითხი რომ სწორად გავიგოთ უნდა განვიხილოთ რა რაოდენობის სინათლეა საჭირო მცენარისთვის და როგორ მოქმედებს იგი მის მეტაბოლიზმზე.

სინათლის ციკლი “დღე/ღამის” მონაცვლეობა– სინათლე მცენარისთვის ისეთვისე საჭიროა როგორც ჩვენთვის საკვები, სწორედ მისი საშუალებით ახერხებს ის ფოტოსინთეზს და ზრდას.
სანამ ტენიანობა/ტემპერატურის ამბავს შევეხებოდეთ უნდა ითქვას რომ რაც უფრო ხანგრძლივი რაოდენობით მიეწოდება სინათლე მცენარეს, ვეგეტაციური ეტაპიც მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
მებაღეების უმრავლესობა იყენებს 18/6 სნათლე/სიბნელის ტექნიკას რაც მიღებული პრაქტიკაა მცენარის გასაზრდელად და იგი მაქსიმალურადაა მიახლოებული ზაფხულის ყველაზე დიდ დღესთან, როდესაც ბუნებაში მცენარეები ყველაზე დიდი სისწრაფით ახორციელებენ ზრდას ბუნებაში. მაგრამ ჩვენ ბოქსში გაზრდისას გვაქვს იმის ფუფუნება რომ სინათლე უწყვეტი რაოდენობით მივაწოდოთ და 24 საათის მანძილზე გაუჩერებლად მიმდინარეობდეს სინათლის შთანთქვა ფოთლებიდან.


ზოგი მებაღე ფიქრობს რომ სიბნელის ციკლი აუცილებელია და მის გარეშე მცენარე სტრესში ვარდება რაც მცდარი შეხედულებაა. უნდა ვიცოდეთ რომ კალვინის ციკლიში(იგივე სიბნელის ციკლი) მიმდინარე პროცესები მუდმივია, ანუ სინათლე-დამოუკიდებელი ქმედებები რაც კანაფში მიმდინარეობს სიბნელის ფაზაში, ანალოგიურად მიმდინარეობის სინათლისასაც და შუქი ხელის შემშლელი ფაქტორი არაა ამისთვის, ისიც მცდარი შეხედულებაა რომ მცენარეს ესაჭიროება დასვენება სინათლისგან იმისთვის რომ ძალები აღიდგინოს. მაგრამ მაინც ზოგ შემთხვევაში 18/6 – 16/8 უფრო გამართლებული და მიღებულია ვიდრე 24/0 სინათლის ციკლი, და რატომ?
როგორც ზემოთ ავღნიშნე ტენიანობაც და ტემპერატურაც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანაფისათვის, ხოლო ხელოვნური ნათება ტემპერატურის ზრდას და ტენის კლებას იწვევს. იმ შემთხვევაში თუ მცენარეს 24 საათი, გაუჩერებლად მივაწვდით სინათლეს ხოლო ბოქსში ტენიანობა ამის გამო იქნება დაბალი, მცენარე ვერ მოახერხებს ჯანსაღად სუნთქვას და ის უწყვეტი სინათლე ფუჭი და უბრალოდ გადაყრილი ელექტროენერგია იქნება.
სიბნელისას ჰაერში წყლის რაოდენობა იმატებს, სწორედ დაკვირვებით და მისი საშუალებით უნდა დავარეგულიროთ ტემპერატურა/ტენი ერთმანეთთან.
თუ საჭიროება მოითხოვს შეგვიძლია სინათლე არა 24 საათიან რეჟიმად დავყოთ როგორც 18/6 ან 24/0 არამედ, 12 ან გინდაც 6 საათიან ციკლებად. მაგალითად მივაწოდოთ 3 საათი სინათლე და 1 საათი სიბნელე, ან 9 საათი სინათლე და 3 სიბნელე ამას არანაირი ნეგატიური გავლენა არ ექნება მცენარეზე და თუ ეს მეთოდი ჩვენ ტემპერატურასა და ტენს დაარეგულირებს მაშინ ჩვეულებრივ შეგვიძლია სინათლით თამაში და ეს გამართლებულია.

P.s უნდა გავითვალისწინოთ ერთი საინტერესო რამ : როდესაც ჰაერის ტემპერატურა მაღალია ზაფხულობით (არა ბოქსში, არამედ ქალქში, ბარში თუ მთაში) ამ დროს ჰაერის ტენიანობაც მაღალია რადგან წყალი ადვილად ორთქლდება მცენარეებიდან, ნიადაგიდან, ტბებიდან თუ მდინარეებიდან და ეს საერთო ჰაერის ტენზე აისახება.
ხოლო ზამთარში როდესაც ყველაფერი გაყინულია და აორთქლება არ მიმდინარეობს წყლის დაბალი. ამიტომ ასე თუ ისე გაზაფხულის მეორე ნახევარი მაინც უკეთეს ეტაპად ითვლება კანაფის გასაზრდელად, ეს ქინება ბოქსში თუ ბუნებაში.

დამწყებ მებაღეებს გაუჩნდებათ კითხვა, თუ კიდევ რა საშუალებები არსებობს ტემპერატურის თუ ტენიანობის ასაწევად ან დასაწევად.
ამაზე სამომავლოდ აუცილებლად კიდევ ერთ პოსტს შემოგთავაზებთ.
წარმატებები.

იგორ გოლიცინსკი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოჩნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *-ით