Feb

როდის უნდა ავიღოთ მოსავალი

როდის უნდა ავიღოთ მოსავალი ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა ეფექტის მიღება გვინდა ჩვენ.
კანაფი სიმწიფეში წასვლის მომენტიდაც მუდმივად იცვლება მასში კანაბინოიდებისა და ტერპინების რაოდენობა ერთმანეთთან მიმართებაში.

ტერპინების შეფერილობა : როგორ გავიგოთ სიმწიფის რა ეტაპზეა მცენარე და რა ეფექტს უნდა ველოდოთ.

გამჭირვალე ტრიქომები : ეს არის პირველი ეტაპი, როდესაც მცენარეში ახალი დაწყებული აქვს კანაბინოიდებს ჩამოყალიბება, ამ დროს THC სხვა კანაბინოიდებთან და ტერპინებთან შედარებით ყველაზე მაღალია, ამიტომ მისი ეფექტი ეიფორიული და ენერგიულია, მაგრამ ამ დროს მცენარეს თავის პოტენციალის მცირედი აქვს გამოვლენილი, თან მისი HIGH არასტაბილურია.

რძისფრად შეფერილი ტრიქომები: ეს ის ეტაპია როცა THC პიკშია და იმის იქით ვეღარ წავა, ამ ეტაპზე უკვე იწყება სხვა კანაბინოიდების ისეთი დოზით ჩამოყალიბება რო ეფექტზე იქონიოს გავლენა, მისი HIGH ბევრად მძაფრი შეგრძნებებით და აღქმებით გამოირჩევა განსხვავებით წინა ეტაპისაგან, ისიც ნაკლებად მოქმედებს Body High ზე და არ გაძლევთ რელაქსის საშუალებას, ამ ეტაპზე აღებული კანაფი კარგია აქტიური გარემოსათვის.

ქარვისფერი ტრიქომები : ამ ეტაპზე კანაფში THC ს რაოდენობა მცირდება პროცენტულობით და მას ანაცვლებს CBN კანაბინოიდი, რომელიც პასუხისმგებელია სხეულის რელაქსაციაზე და Body high ზე. მისი ეფექტი სრულიად განსხვავდება წინა ეტაპებისგან, სიზარმაცის და უმოქმედობით ტკბობის საშუალებას იძლევა, ამ დროს განტვირთვას და ჭამას არაფერი შეედრება.

შავი-ყავისფერი ტრიქომები : ბოლო ეტაპი, როდესაც მცენარე გადამწიფებულია, ამ დროს THC დადის მინიმუმამდე და მას ფსიქოაქტიური ეფექტები აღარ გააჩნია, აღარ “გაბოლებთ” ანუ. მისი გამოყენება შესაძლებელია უძილობის პრობლემებისას, მაგრამ ჯობია ამისთვის CBD ჯიში გაზარდოთ.

უნდა გავითვალისწინთ რომ სრულიად ერთი შეფერილობის ტრიქომები არასდროს აქვს კანაფს, ამიტომ ვიზუალურად უნდა განვსაზღვროთ რა-რა დოზით აქვს და მიახლოებით მივხდეთ ეფექტს.
ჩემი გემოვნებით კანაფი იდეალურ კონდიციაში არის მაშინ როდესაც ტრიქომების 20% არის ქარვისფრად შეფერილი.

P.s
იმ შემთხვევაში თუ არ გვაქვს სპეციალური გამადიდებელი ლუპა რითიც დავაკვირდებით ტრიქომებს, გვაქვს 2 შანსი რითიც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ.
1)ერთი არის პისტოლები .(თეთრი ბუსუსები რომელიც სიმწიფესთან ერთად ყავისფერდება)
როდესაც პისტოლების 70% ყავისფრად შეიფერება უკვე მცენარე მომწიფებულია და მისი მოჭრა შეიძლება, მაგრამ ამით ყველა ჯიშზე ხელმძღვანელობა არ შეიძლება, რადგან რიგი ჯიშები ბევრად ადრე იცვლიან, ან საერთოდ არ იცვლიან ფერს.
2) კანაფი შეიტანეთ აბსოლიტურად ჩაბნელებულ სივრცეში და მობილური ტელეფონის Zoom ით და ფლეშით შესაძლებელი გახდება ქარვისფრად შეფერილი ტრიქომების თავების შემჩნევა.

P.s.2
ინდიკასა და სატივას შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის რომ გენეტიკურად ინდიკას უფრო დიდი რაოდენობით აქ CBNი, და უფრო ადრე იწყებს ის მის წარმოებას, მაგრამ ალბათ თუ ინდიკას ზრდით, ისედაც მძიმე სხეულის ეფექტი გსურთ რომ მიიღოთ, ასე რომ არ მოერიდოთ დამწიფებას 😀

წარმატებები .))

იგორ გოლიცინსკი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოჩნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *-ით