Feb

როგორ ავიცილოთ მარტივი შეცდომები დაწყებისას

ჯგუფების სქროლვისას ხშირად ვაწყდები ელემენტარულ მარტივ შეცდომებს რომლებსაც დამწყები მებაღეები უშვებენ მცენარის ჩითილობისას.

1. უკვე დაფესვიანებულ კაკალს აგდებენ ზედაპირიდან 1სმ სიღრმეზე იმიტომ რომ მალე ამოვიდეს, რასაც შედეგად მოსდევს ის რომ მცენარე ძლივს ეჭიდება ნიადაგს (წაქცევის რისკი მაღალია), იზრდება გაწელილი და სუსტი ღეროს მქონე. მერე ჭირდება ზემოდან მიწის ყრა და რიგი პროცედურები.

1)ამიტომ კაკალი ჩააგდეთ 3სმ სიღრმეზე, მართალია 1-2 დღით მეტს მოანდომებს ამოსვლას მაგრამ ამოვა ჯანსაღი, მოღონიერებული და ფესვთა სისტემა სწორად განვითარდება.

2. იყენებენ ძლიერ და შეუსაბამო სპექტრის ნათურებს (სოდიუმს ვგულისხმობ უფრო) რაც სასტიკად დაუშვებელია პატარა სუსტი მცენარისათვის.

2) თუ სოდიუმზე აპირებთ გაზრდას, გაითვალისწინეთ რომ ვეგეტაცია გაატაროთ რომელიმე ეკო ან ლედ ნათურაზე თეთრი ან ლური ნათებით, და არაა აუცილებელი 300+ ვატი ზრდის საწყის ეტაპზე.

3) ბევრად დიდ რესურსს ხარჯავენ განათებაზე და ავიწყდებათ ნიადაგი, უბრალოდ შავი მიწა რომელზეც ეზოს მცენარეები იზრდებიან მაქსიმალური შედეგისთვის საკმარისი არაა, 3)შეიძინეთ ხარისხიანი უკვე შეზავებული რბილი მიწა სპეციალურ მაღაზიაში თუ თქვენით შეზავება არ იცით. ფესვის განვითარებისთვის უმთავრესი ფაქტორია ხარისხიანი ნიადაგი და ფესვი თვითონ არის უმთავრესი ფაქტორი.

4. რწყავენ ყოველ მეორე ან მესამე დღეს, მუდმივი ნესტი ფესვებამდე ჟანგბადის მისღწევას ართულებს და აფერხებს როგორც ფესვის ასევე მცენარის ზრდას.

4) ვეგეტაციურ ფაზაში მორწყეთ მცენარე მაშინ სანამ ნიადაგი 2-3 სმ ზე არ გაშრება, თითით შეგიძლიათ შეამოწმოთ ნესტიანია თუ არა მიწა (ნესტიანში არ იგულისხმება სველი, ნესტიანი ნიშნავს ნესტიანს) ზედაპირულად თუ ეტყობა რო მშრალია, არ ნიშნავს იმას რო მშრალია.

ზედმეტ მორწყვას ნაკლებად მორწყვა ჯობიაო<

მოკლედ მორწყვასთან საწყის ეტაპზე ძაან ფრთხილად.

როდესაც უკვე მცენარე განივითარებს კარგ ფესვთა სისტემას შემდეგ უკვე ბევრად მდგრადია ყველაფრის მიმართ და ასეთი სისათუთეც აღარაა საჭირო, საწყისი ეტაპი ერთერთი მთავარია.

წარმატებები .))

იგორ გოლიცინსკი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოჩნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *-ით