Feb

რატომ გავაკეთოთ არჩევანი ფოტოპერიოდულ ჯიშის კანაფზე?

რა უპირატესობები აქვს ტექნიკა Sea of Green-?

როგორც უკვე მოგეხსენებათ არსებობს ორი ტიპის კანაფი ფოტოპერიოდულსა და ავტოყვავილებადის სახით.

ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან გენეტიკით.

ავტოყვავილებადი მცენარის გენეტიკაში არის შერეული Ruderalis-ის კანაფის გენი 30%-მდე, რომელიც ბუნებრივად იზრდება პლანეტის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც არასაკმარისი დრო აქვს მცენარეს სრული ზრდისთვის, იქ ტემპერატურა დაბალია და დღე მოკლე.

შესაბამისად Ruderalis-ს არ სჭირდება სინათლის კონტროლი იმისათვის, რომ ყვავილობა დაიწყოს და დასრულდეს, მას აქვს განსაზღვრული მიახლოებით 3 თვე იმისთვის, რომ სიცოცხლის ციკლი დაასრულოს. სწორად მისი გენი აქცევს ფოტოპერიოდულ მცენარეს ავტომოყვავილედ.

მაგრამ Ruderalis-ი იზრდება ტანმორჩილი, სუსტი აგებულების და რაც მთავარია კანაბინოიდების დაბალი შემცველობით, რაც იწვევს იმას, რომ საბოლოო ჯამში ავტომოყვავილე მცენარე იზრდება უფრო პატარა და შედარებით სუსტი ეფექტის ვიდრე ფოტოპერიოდული (ეგრეთწოდებული 6 თვიანი ჩვენს ენაზე) რადგან 30% წილი ფაქტიურად “ტრუხა” ურევია გენში.

ავტომოყვავილე ჯიშზე არჩევანის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ ხდება იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ მოსავალი და არ ველოდოთ მას 4,5,6 თვე.

არის გავრცელებული და საზოგადოებაში კარგად გამჯდარი აზრი, რომ ფოტოპერიოდულ ჯიშს ბევრად მეტი დრო სჭირდება, მაგრამ არსებობს ტექნიკები რომლის საშუალებითაც მცენარეს შეუძლია იმაზე ჩქარა მოგვცეს მოსავალი ვიდრე ავტომოყვავილე ჯიშმა, ისე რომ მასში არ ერიოს რუდერალის გენი, და იყოს სუფთა და ძლიერი ეფექტის მქონე.

ერთ-ერთი ასეთი ტექნიკაა თესლის გაღვივება 12/12 საათიანი სინათლის ციკლით, კაკლის დათესვის მომენტიდან.

ამ ტექნიკას აქვს რამოდენიმე დადებითი მხარე.

მისი გამოყენებისას მცენარე სასიცოცხლო ციკლს ასრულებს ძალიან მალე, საშუალოდ 7-9 კვირის განმავლობაში, არ იკავებს ბოქსში დიდ ადგილს, არ ითხოვს დიდ ნიადაგს და ბევრ სასუქებს, არის ენერგოეფექტური და ეკონომიური ჩვენი ჯიბისთვის.

ფოტოპერიოდული მცენარე როდესაც იღებს 12 საათზე მეტ სინათლეს ის ფიქრობს რომ ზრდის სეზონია, მიდის სიმაღლეში, იტოტება და არ იწყებს ყვავილედების გამოტანას, სწორედ ესააა მიზეზი იმისა, რომ ბუნებაში დარგული კანაფი აქტიურ ყვავილობას სექტემბერში იწყებს. ნათურაზე გაზრდისას ამის კონტროლი ჩვენით შეგვიძლია.

როგორც კი ჩვენ მცენარეს 12 საათი ვამყოფებთ სიბნელეში დღე-ღამის მანძილზე, ის ავტომატურად “ფიქრობს” რომ ზაფხული მიიწურა და დროა ცვლილებების, სიცოცხლის ციკლი დასასრულისკენ მიდის და იწყებს ყვავილედების გაზრდას რადგან გამრავლდეს.

თუ ჩვენ კანაფს დაბადების მომენტიდან 12 საათიან სინათლის ციკლზე გადავიყვანთ, ძალიან მალევე დაიწყებს ყვავილედების გამოტანას, გვანახებს სქესს და ტანმორჩილი მაგრამ სუფთა გენეტიკის მქონე პატარა მონსტრი გაიზრდება. (ერთი მთლიანი დიდი გალოვკა იქნება ანუ)

რათქმაუნდა ამ ტექნიკას აქვს თავის მინუსიც, მოსავლის რაოდენობა ნამდვილად არ იქნება დიდი, მაგრამ ამის გამოსასწორებლად არსებობს მეორე ტექნიკა რომელიც SOG (Sea of Green) სახელით არის ცნობილი.

ეს ტექნიკა გულისხმობს პატარა სივრცეში რაც შეიძლება მეტი მცენარის გაზრდას.

მაგალითად ერთ კვადრატულ მეტრზე 10-15 პატარა 3-5 ლიტრიანი ქოთნების მოთავსებას. 12 საათიანი სიბნელის ტექნიკა მცენარეს არ აძლევს საშუალებას რომ დაიტოტოს, და მხოლოდ სიმაღლეში იზრდებაინ, ამიტომ ხელს ერთმანეთს ფაქტიურად არ უშლიან, თქვენ იყენებთ მხოლოდ ერთ სინათლის წყაროს ყველა ძირზე, საბოლოოდ კი ვიღებთ იმ შედეგს რომ გვაქვს 10-15 პატარა ძირი ერთ პატარა სივრცეშიც რეალურად სადაც მხოლოდ 2 დიდი მცენარე დაეტეოდა. საბოლოო მოსავალი კი SOG ტექნიკით იმაზე 2 ჯერ მეტი გამოდის ვიდრე ნებისმიერი სხვა ტექნიკის გამოყენებისას. რათქმაუნდა დროში მოგებულები რჩებით 60-70 დღეში მოსავალს იღებთ, დენი ბევრად ნაკლები იხარჯება და ყველა ბედნიერია ?

რჩევები

1) უმჯობესია გამოიყენოთ კლონირება ასეთი ტექნიკით გაზრდის დროს, რადგან 10-15 კაკალი არც ისე იაფი დაგიჯდებათ ჩვენს პირობებში.

2) ჩემი სუბიექტური აზრით 12-12 იან ციკლზე მცენარე უმჯობესია გადავიყვანოთ 2 კვირიანი ვეგეტაციის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში სულ 10 ოდე დღით გვიან მივიღებთ მოსავალს მაგრამ რაოდენობა საგრძნობლად მეტი იქნება, და ავტოყვავილებადი მცენარის დროში დასრულდება.

3) გამოიყენეთ მაქსიმალურად ძლიერი ნათურა, ასეთი ტექნიკით გაზრდისას 100w ლედ არ გამოდგება.

P.S

ფოტოპერიოდულ მცენარეს ბევრად ძლიერი, სუფთა და ხანგრძლივი ეფექტი აქვს ვიდრე ავტომოყვავილეს და ეს მითი არაა.

იგორ გოლიცინსკი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოჩნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *-ით