Feb

მორწყვა

წყლის სწორად მიწოდება, ჯანმრთელი მცენარის გაზრდისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.სწორედ არასწორი მორწყვაა ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა დამწყებ მებაღეებში. რა მოსდის მცენარეს არასწორი მორწყვისას?და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს სწორად?
ვისაც კანაფთან ახალი დაწყებული აქვს ურთიერთობა აქვს მუდმივად იმის შიში რომ რაიმე არ დააკლოს, სწორედ ასეთი ზედმეტი ზრუნვისას უშვებენ ყველაზე დიდ შეცდომას საწყის ეტაპზე რასაც ზედმეტი მორწყვა ქვია.ყოველდღიური წყლის მიცემა, განსაკუთრებით ვეგეტაციურ ფაზაში სასტიკად დაუშვებელია.როდესაც ნიადაგი დიდი ხნის მანძილზე არის სველი, ხოლო ჩვენ მას არ ვაძლევთ გაშრობის საშუალებას, მასში მოთავსებული ფესვები ვეღარ ახერხებენ სუნთქვას (კერძოდ ჟანგბადის მიღებას) რაც აფერხებს მათ განვითარებას, აფერხებს სასუქის ათვისებას, აჩენს ობს და იწყებს ფესვების ლპობას. როგორ ავირიდოთ წყლის სიჭარბე ჩვენ მცენარეს?
1.პირველრიგში უნდა შევარჩიოთ ქოთანი მისი ზომების შესაბამისად. დღემდე ბევრი ფიქრობს რომ ჩითილის პირდაპირ დიდ ქოთანში ჩარგვა გამართლებულია და ასე აარიდებს თავს ის გადარგვისგან გამოწვეულ სტრესებს, მაგრამ რა ხდება რეალურად როცა პატარა ჩითილს პირდაპირ უზარმაზარ კონტეინერში ვრგავთ?ნიადაგის მორწყვისას წყალი ზედა ფენებს ადვილად გაივლის და მისი მასის უმეტესი წილი კონტეინერის ფსკერისკენ მოთავსდება, 2-3 დღის შემდეგ ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება რო ნიადაგი მშრალია, მაგრამ ქოთნის ძირი სავსეა წყლით, ხოლო ჩვენ პატარა მცენარის ფესვი, არაა იმ ზომის რომ ამ რაოდენობის წყლის დალევა მოახერხოს, ჩვენ კიდევ ვამატებთ წყალს და აი აქ იწყება უკვე წყლის სიჭარბე, რასაც თან სდევს ფესვების ლპობა და რიგი პრობლემები.ამიტომ ყველა გამოცდილი მებაღე მცენარეს თავდაპირველად პატარა ზომის კონტეინერში რგავს, ხოლო როცა მისი ფესვთა სისტემა მოღონიერდება, ამის შემდეგ გადააქვთ უფრო დიდი ზომის ქოთანში. 2. იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ წყლის ზედოზირება ამისთვის გამოიყენეთ ნიადაგში პერლიტი. პერლიტის ფუნქციაა გაამსუბუქოს ნიადაგი, უკეთ გაატაროს ჰაერი და რაც მთავარია შეიწოვოს ზედმეტი წყალი, ხოლო საჭიროების შემტხვევაში გასცეს უკან. დამწყებებისთვის მისი გამოყენება რეკომენდირებულია მეტი რაოდენობით, რადგან წყლის ზედოზირების რისკებს საგრძნობლად ამცირებს.3. სტანდარტული საყვავილის 2 ნახვრეტიანი დრენაჟი საკმარისი არაა ჩვენი მცენარისათვის, თუ სტანდარტულ პლასტმასის ქოთანში ვზრდით, მას უმჯობესია დაუამატოთ ,წვრილი მაგრამ რაც შეიძლება მეტი ნახვრეტი, როგორც ქოთნის ძირში ასევე ქოთნის ქვედა ნაწილში სადაც წყლის ჭარბი დაგროვება ხდება. (არც ზედა ნაწილშია ცუდი ნახვრეტები) ასევე გამოიყენეთ ქოთნის ძირზე 2-3 სმ ზე მსხვილი ხრეში, ეს გაადვილებს წყლის გადაადგილებას, და ფესვებს ძირიდან გამოსვლისგან დაიცავს.
გაითვალისწინეთ, თუ ნიადაგის გაშრობას ჭირდება 4+ დღე, ესეიგი არსებობს დრენაჟის პრობლემა.

ზედმეტი წყალი რო საზიანოა უკვე გავიგეთ, მაგრამ უწყლოობაც არ არის საუკეთესო გამოსავალი.
რა სიხშირით უნდა მოვწყათ მცენარე?უნდა გავითვალისწინოთ რო კანაფი ველური გენების მატარებელი მცენარეა, ის იზრდება და ხარობს მუდმივი ადამიანის მეთვალყურეობის გარეშე მთებშიც და ბარებშიც.მისი მორწყვა ბუნებაში, წვიმაზეა მინდობილი.ანუ მას უწვიმობის პერიოდში, მშრალ ნიადაგშიც მშვენივრად შეუძლია რაღაც პერიოდი გაძლება. ამიტომ არ გვქონდეს წარმოდგენა რო თუ ნიადაგი მშრალია, იმ დღესვე ჩვენი მცენარე დაიღუპება. გამოცდილი მებაღეები კანაფის ვეგეტაციის პერიოდში რეკომენდაციას უწევენ სველ-მშრალ პირობებში ყოფნას მონაცვლეობით, რაც გულისხმობს იმას რომ ნიადაგს უნდა ვაცადოთ ბოლომდე კარგად გაშრობა(ტენიანი ნიადაგი არ ნიშნავს მშრალს) და ამის შემდეგ მოვწყათ ის ხელახლა. როდესაც ფესვი სიმშრალეშია, ის იწყებს აქტიურ მოძრაობას და წყლის ძებნას, სწორედ ამ დროს ის უკეთ ითვისებს ნიადაგის სრულ სივრცეს და პოტენციალს.
იმისთვის რომ ყველაზე მარტივად გავიგოთ მოსარწყავია თუ არა მცენარე, ამისთვის ცოტა ხელების გასვრა მოგვიწევს, თითით ნიადაგის შემოწმება ერთერთი საუკეთესო და მარტივი გამოსავალია, ოღონდ როგორც ბევრ მებაღეს გონია რო თუ მიწა 2სმ ზე მშრალია, ესეიგი მშრალია, ეს ასე არაა. როგორც ზემოთ ავღნიშნე წყლის მეტი ნაწილი უფრო სიღრმეში გროვდება ვიდრე ზედა ფენებში, ამიტომ უნდა გაისინჯოს საშუალოდ 5სმ ზე საიდანაც იწყებს ზრდას ფესვის ძირითადი ნაწილი(თუ გრძელი თითები გაქვთ იყოს 5+

:D)ასევე უნდა ავღნიშნოთ რო ზოგი მებაღე ჩითილობისას ღეროზე აყრის მიწას, რაც ჩემი აზრით არაა სწორი, რადგან ამ დროს რთული ხდება ნიადაგის გასინჯვა ფესვების მიდამოში.ყვავილობის ფაზაში ოდნავ სვანაირადაა სიტუაცია.ამ დროს ფესვებს განვითარება უკვე შეჩერებული ან სრულად აქვთ შეწყვეტილი და გადასული არიან ძლიერ კვებაზე, იმისთვის რომ დიდი ყვავილედები ჩამოაყალიბონ. ამ დროს მცენარე ბევრ წყალს სვავს, ამიტომ აღარაა საჭირო მისი ბოლომდგე გამოშრობის ლოდინი,მშრალი ნიადაგი სერიოზულ ზიანს აყენებს ამ დროს მცენარეს, ნესტიან ნიადაგზეც შეიძლება მოწრწყვა უკვე.(რათქმაუნდა არ უნდა დავალპოთ)
ალბათ გსმენიათ რო მიწის მჟავიანობა ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სასუქების ასათვისებლად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია წყლის ტემპერატურა რასაც ჩვენთან (ჩემი დაკვირვებით) დიდ ყურადღებას არ აქცევენ. რაც რეალურად იგივე, და უარეს პრობლემებს იწვევს მცენარეში რასაც დარღვეული მჟავიანობა.
რა წყლის ტემპერატურა სწორი და რას იწვევს არასწორი ტემპერატურის წყალთ მორწყვა მცენარეში?
თუ ჩვენ მცენარეს მოვწყავთ 16 გრადუსიან ან უფრო ცივი წყლით, ფესვები მყისიერ სტრესს მიიღებენ, შეწყვეტენ როგორც სასუქების ათვისებას ასევე ჟანგბადის მიღწევა თითქმის შეუძლებელი გახდება მცენარემდე, ამ დროს ის ძალიან ანელებს ან სრულიად წყვეტს ზრდას. იგივე ხდება როდესაც წყლის ტემპერატურა 25+ აღწევს, ოღონდ აქ თან ერთვის ობის და ბაქტერიების დიდი რაოდენობით გამრავლების რისკი, რისი გამოსწორებაც შემდეგ თითქმის შეუძლებელია.ოპტიმალური წყლის ტემპერატურა კანაფისთვის ითვლება რომ არის საშუალოდ 20 გრადუსზე გამთბარი წყალა, ამ დროს მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ახერხებს ფესვები ჟანგბადის მიღებას და ფესვები მაქსიმალურად სწრაფად ვითარდებიან, ხოლო თუ წყალს გავათბობთ 23 გრადუსამდე ამ დროს სულ მცირედით ფერხდება ჟანგბადის მიწოდება (0.5ppm ით) სამაგიეროდ მაქსიმალურად იზრდება სასუქების ათვისება ნიადაგიდან. მეორე ვარიანტი გათვლილია ყვავილობის ეტაპისათვის, მაგრამ მცირედ რისკებს მაინც შეიცავს რაც ბაქტერიეის ზედმეტ გავრცელებას და სასუქის ზედოზირებას გულისხმობს.მისი გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ გამოცდილი მებაღეებისთვის, რომლებიც მაქსიმალურად იცავენ სისუფთავესა და ყველა სხვა პირობას რაც მცენარეს სჭირდება. P.s
ნიადაგი რაღაც დროის განმავლობაში იწყებს გამყარებას, ამ დროს მორწყვისას ის ვეღარ ატარებს კარგად წყალს და სითხის დიდი ნაწილი ჩაედინება გვერდებში და გროვდება ფსკერზე, ამიტომ მორწყეთ ნელნელა, ჯერ წყლის რაღაც რაოდენობა დაუსხით, დაიცადეთ 10 წუთი, შემდეგ დაამატეთ კიდევ. (ვისაც ერთხელ მაინც გაუზრდია მცენარე, ეცოდინება რა პრობლემაზედ ვიძახი)
სულ ეს იყო რაც წყალზე და მორწყვაზე მინდოდა გამეზიარებინა.წარმატებები

<3

იგორ გოლიცინსკი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოჩნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *-ით