Feb

კანაფის კარაქი/Cannabutter (რეცეპტი)

იმისთვის, რომ გავაკეთოთ ნამდვილი კანაფის კარაქი, დაგვჭირდებათ 14 გრამი სუფთა ყვავილედები,(დატრიმული, ფოთლების გარეშე) 2 ცალი უმარილო კარაქი, 200გრ წყალი, ღრმა ტაფა და კოვზი. აგრეთვე, ცალკე ჯამი და მარლა, სასურველია თქვენი ჯამი იყოს შუშის და ცეცხლ გამძლე.

გადავიდეთ მომზადების წესზე : ვიღებთ ყვავილედებს, ვწონით,რომ ვნახოთ ნამდვილად 14 გრამს იწყონის,მას ვათავსებთ ცეცხლ გამძლე შუშის ან სილიკონის ლანგარზე/”ჟარონა” დაახლოებით ისეთზე როგორიც სურათზეა ნაჩვენები, ვაცხელებთ 230 გრადუსამდე ღუმელს(ელექტრო ან გაზის) და ვდებთ ლანგარს/”ჟარონას”, ამ პროცესს დეკარბოქსილაცია ეწოდება.

ვაჩერებთ 30-40 წუთის განმავლობაში და ყოველ 5 წუთში ვურევთ რადგან არ დაგვეწვას… როცა გაყავისფერდება გამოვიღებთ და ვდებთ მშრალ ადგილზე, 20 წუთი ხელს არ ვახლებთ ჩვენს მოხალულ ყვავილედებს, შემდეგ გრაინდერით დავფხვნათ გამომშრალი, უკვე გააქტიურებული ყვავილედები. შემდეგ ვიღებთ ტაფას ვასხავთ 200გრ სუფთა წყალს და მასში ვათავსებთ ორ ცალ უმარილო კარაქს, ვდგავთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, რომ კარაქი დადნეს. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება და კარაქი წყალში ბოლომდე გაიხსნება, ვამატებთ ჩვენს უკვე დაგრაინდერებულ ყვავილედებს  და ვურევთ კარგად კოვზით, ვაფარებთ თავსახურს და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვადუღებთ 3 საათი, ვურიოთ ყოველ 10-15 წუთში, რათა კარაქი არ მიეწვას ტაფის ფსკერს, თუკი ამ 3 საათში წყალი დაიწყებს დაშრობას ვამატებთ ცოოტა წყალს, რათა არ მოხდეს მასის დაწვა, კარაქი უნდა ტივტივებდეს და არ უნდა ეკრობოდეს ტაფის ფსკერს. 3 საათიანი დუღილის შემდგომ, გამოვრთავთ და ველოდებით ოდნავ შეგრილებას, მნიშვნელოვანია რო გაწურვის პროცესში მასა თვილი უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში არ გააციოთ!

სუფთა ჯამს ვაფარებთ მარლას, რათა ჩვენი მიღებული მასა გავფილტროთ, შემდეგ მარლაც კარგად გავწუროთ, მიღებული მასა შევდოთ მაცივარში და ვოალა თქვენი კარაქი მზად არის <3

Made by Dadu, the wonder girl!!!

ვაჟა გაბისონია

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოჩნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *-ით