Feb

გაღვივება/გერმინაცია

გერმინაცია.

იმისთვის რომ ვეგეტაციურ ეტაპზე დაბუჩქულ და შემდეგ მწიფე ყვავილედებამდე მივიდეს ჩვენი მცენარე, ამისთვის უნდა დაიბადოს 😀
სწორად აღებულ სტარტზე დგას შემდეგი მცენარის ჯანმრთელობა და ტკბილი სიბერე. ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით და განვიხილავთ ამ ბლოგში მისი სიცოცხლის ყველა ეტაპს, გაგიზიარებთ როგორც ჩვენ, ასევე სხვა პროფესიონალების ცოდნას და გამოცდილეაბას.

გერმინაცია – გაღვივება.
ეს ის ეტაპია სადაც შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს, აქ დაშვებულ შეცდომებს ვეღარ გამოვასწორებთ და ძალიან ადვილად შეგვიძლია ჩანაფიქრშივე ჩავკლათ მომავალი სიცოცხლე.

პირველი რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ მარცვლის ხარისხია. მართალია არსებობენ შემჯვარებელი კომპანიები რომლებიც მაღალ გარანტიას გვპირდებიან მაგრამ მაინც მაინც საყურადღებოა : რაც უფრო მუქი შეფერილობის არის მარცვალი, მით უფრო კარგად არის მომწიფებული და მზადაა სიცოცხლის დასაწყებად. არ გამოგვადგება მომწვანო და მოთეთრო კაკლები, ისინი ნაადრევად არის დედა მცენარისგან მოცილებული და მათი გადარჩენის ალბათობა დაბალია.

მას შმდეგ რაც მარცვალს ავარჩევთ შემდეგი ეტაპი არის მისი გაღვივება, გერმინაციისთვის მას მხოლოდ სიბნელე, სითბო და წყალი ესაჭიროება, ამიტომ განვიხილოთ სამი კლასიკური მეთოდი როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს.

1 – კანაფის თესლი მოვათავსოთ პირდაპირ ნიადაგში 1-1.5სმ ს სიღრმეში, მსუბუქად დანამოთ და დაველოდოთ 5-7 დღემდე, სანამ არ ამოყოფს თავს.
მაგრამ ამ მეთოდს აქვს თავისი მინუსები, ვერ ვაკვირდებით როგორ მიმდინარეობს პროცესი, ამ დროს მოუთმენელმა დამწყებმა მებაღემ შეიძლება მიწა მოჩიჩქნოს ან მთლიანად ამოიღოს მარცვალი “ეჭვიანობის ნიადაგზე” რაც სავალალო შედეგს გამოიღებს. ასევე თუ მარცვალი შედარებით სუსტი გამოდგება დიდია რისკი რომ გაუჭირდეს ფესვს გამოსვლი პროცესი წლით გაჟღენთილ ნიადაგში და დავკარგოთ მცენარე.

2 – წყლით სავსე ჭიქაში მოვათავსოთ ჩვენი მცენარის თესლი და შევდგათ სიბნელეში. (სიბნელე ქმნის იმიტაციას რომ მარცვალი ნიადაგში იმყოფება, ასევე გახეთქვისას პირველი, მარცვლიდან პატარა ფესვი გამოდის, ფესვისთვის კი სინათლე საზიანოა.) ჭიქა უნდა მოვათავსოთ თბილ ადგილას, იდეალური ტემპერატურა გერმინაციისთვის არის 20-25 ცელსიუს გრადუსამდე.
თავდაპირველად მარცვალი წლის ზედაპირზე ტივტივს დაიწყებს რადგან ის გამოფიტულია, 12 საათის მანძილზე გამომშრალი მარცვალი ივსება წყლით, რის შემდეგ თითის მსუბუქი დადებით შეგვიძლია ჩავძიროთ ის ფსკერზე, ეს იმას ნიშნავს რომ წყლით მთლიანად გაივსო.
ამ მომენტიდან 24-48 საათის მანძილზე მარცვალი ნელნელა გაიხსნება და დაიწყებს პატარა თეთრი ფესვის გამოტანას.
როდესაც ის მიაღწევს 1 – 1.5 სმ ს შეგვიძლია უკვე თავის ახალ სახლში, ნიადაგში გადავიტანოთ, ფესვით ქვემოთ 2-3 სმ სიღრმეზე და მსუბუქად დავნამოთ.

3 – ერთჯერადი ხელსახოცის მეთოდი.
ეს მეთოდი ძალიან გავს ჭიქის მეთოდს, ამ შემთხვევაში მარცვალს ვათავსებთ თეფშზე დაფენილ ხელსახოცზე. ზემოდან ვაფენთ იგივენაირ ხელსახოცს და ვნამავთ წყლით. დანარჩენი პროცედურა იგივეა, უნდა დავიცვათ სითბო და სიბნელის წესი.
ეს მეთოდი წინა მეთოდს იმით ჯობია რომ ფესვს ექმნება იმიტაცია რომ არა წყალშია მთლიანად, არამედ ნიადაგში, რადგან ეხება მყარ ზედაპირს, ასევე უკეთ მიეწოდება ჰაერი. ჩვენ კი პროცესის დაკვირვება იგივენაირად შეგვიძლია.
ამ მეთოდისას თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი რბილი ზედაპირი, მაგ:ბამბა.

4 – ჩვენი რეკომენდაციაა გერმინაციისას პირველი 12-24 საათი გამოვიყენოთ წყლით სავსე ჭიქის მეთოდი, რადგან ამ დროს ადვილად ახერხებს მცენარე წყლით გავსებას ვიდრე ხელსახოცის მეთოდისას, ხოლო მას შემდეგ რაც მარცვალი ჩაიძირება შემდეგ გადავიტანოთ ხელსახოცზე.

გაღვივებული თესლის ნიადაგში გადატანისას იყავით ძალიან ფრთხილად, ის ძალიან სათუთია და ის ძალიან ადვილად ზიანდება. უმჯობესია გამოიყენოთ პინცეტი.

3-4 დღის შემდეგ როდესაც უკვე ჩითილი ამოყოფს თავს მიწიდან, არ იყოთ სულსწრაფები, არ ეცადოთ მარცვლის ქერქის ხელით მოშორებას, ამ შეცდომას ბევრი დამწყები უშვებს, ამ დროს კი როგორც ზემოთ ავღნიშნე მცენარე ძალიან სათუთია. ამ ეტაპზე მღებულმა ზიანმა კი შეიძლემა თლიანი სიცოცხლის ციკლზე მოახდინოს გავლენა.

P.s ასევე არსებობს სპეციალური საჩითილე ღრუბლები და ტორფის ტაბლეტები რომლებიც შეგიძლიათ სპეციალურ მაღაზიებში მოიკითხოთ, ხოლო მისი გამოყენების ინსტრუქციას კონსულტანტები იქვე გაგაცნობენ.

სულ ეს იყო.
წარმატებები.

იგორ გოლიცინსკი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოჩნდება. სავალდებულო ველები მონიშნულია *-ით